ენერგეტიკის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ელექტრომომარაგების კუთხით წუხელ შექმნილ მასშტაბურ შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ავარიულად გაითიშა და დაზიანებულია სამი ელექტროგადამცემი ხაზი. “22.33. საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი “პალიასტომი-1”. ადგილზე გასულია “საქრუსენერგოს” და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით, ხაზი “იმერეთი” არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგია ვერ მიეწოდებოდა”, – აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს