ნოდარ ხადური სტიქიის ზონაში ვითარებას პირადად გაეცნო

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად ვანის რაიონში, გვიან ღამით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩავიდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი სამთავრობო კომისია დაადგენს მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას და ცენტრალური ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დაფარავს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებსაც. შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონში ძლიერი წვიმის გამო მდინარე კვინისწყალი ადიდდა, რამაც სოფლები: ინაშაური, საპრასია და ამაღლება დატბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები