ქართველი მოციგურავე, მორის ყვითელაშვილი პეკინის ოლიმპიადაზე მეათე ადგილზე გავიდა
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილი მეათე ადგილზე გავიდა.
ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამა შეასრულა და 97.98 ქულით მეხუთე პოზიციაზე მოხვდა. ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაშიც კარგად ისრიალა და 170.64 ქულა დაიმსახურა. ჯამში კი 268.62 ქულა მოაგროვა.
ამ შედეგით მან საქართველოს ნაკრების რეკორდი გაიმეორა და 2006 წლის ოლიმპიადაზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილის მსგავსად მეათე ადგილი დაიკავა.
წლევანდელ პეკინის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ფიგურულ ციგურაობაში საუკეთესო სამეული აშშ-მა და იაპონიამ გადაინაწილეს.