დავით მათიკაშვილი: სამთავრობო ცვლილებები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სამთავრობო ცვლილებები ნებისმიერი დემოკრატიულ ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი.

“ჯანსაღი პროცესია, როდესაც მთავრობაში ცვლილებები და ერთი მინისტრის მეორე მინისტრით ჩანაცვლება ხორციელდება. ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა, კაბინეტს ის ხელმძღვანელობს და აქ განსაკუთრებული აღმოჩენების გაკეთების ადგილი არ არის. სამთავრობო ცვლილებები დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეცვალა. თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები