დიმიტრი ხუნდაძე: ნათია თურნავას მუშაობა წარმატებული იყო, მაგრამ მის ადგილს იკავებს ასევე ძალიან მაღალი კომპეტენციის, ნდობისა და გამოცდილი მინისტრი
“ვფიქრობ, რომ ქალბატონი ნათია თურნავას მუშაობა წარმატებული იყო, მაგრამ მის ადგილს იკავებს ასევე ძალიან მაღალი კომპეტენციის, მაღალი ნდობისა და საკმაოდ გამოცდილი მინისტრი – ბატონი ლევან დავითაშვილი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს.
მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია და გასაკვირი არ უნდა იყოს.
„პერიოდულად, გარკვეული განახლებები ყველა მმართველობისას, მათ შორის, სამთავრობო შემადგენლობაში არის ხოლმე. ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, ეს არის ცოცხალი პროცესი. ვფიქრობ, რომ ქალბატონი ნათია თურნავას მუშაობა წარმატებული იყო, მაგრამ მის ადგილს იკავებს ასევე ძალიან მაღალი კომპეტენციის, მაღალი ნდობისა და საკმაოდ გამოცდილი მინისტრი – ბატონი ლევან დავითაშვილი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.