ირაკლი ზარქუა: სააკაშვილის ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები ნახეთ, ჩამოარაკრაკეთ, აბა და მერე მოდით და დამისვით კითხვა

“მილიარდები გაიტანეს, აბა, სააკაშვილის ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები ნახეთ, დედამისზე მაგალითად, არ გაინტერესებთ? ჩამოარაკრაკეთ, აბა და მერე მოდით და დამისვით კითხვა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ქონება ბიუჯეტის ხარჯზე აქვთ შესყიდული.

“მილიარდები გაიტანეს, აბა, მისი ოჯახის წევრებზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთები ნახეთ, დედამისზე მაგალითად, არ გაინტერესებთ? ჩამოარაკრაკეთ, აბა და მერე მოდით და დამისვით კითხვა. ან იქნებ კიევში ჩაბრძანდეთ და ნახოთ ის სასახლეები, რაც აქვს, აპარტამენტები, რაც კიევის ცენტრში აქვს, როგორ ფიქრობთ, ვინმემ აჩუქა? ამერიკაში რაც აქვს ოკეანის ხედით ნაყიდი, გგონიათ, ვინმემ აჩუქა? – არა, ბატონებო, მოპარული თანხით, საქართველოდან გაზიდული თანხებით არიან, მათ შორის, კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და მთელი მისი საძმო”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები