საფრანგეთის არჩევნები – გამოკითხვებში მაკრონი ლიდერობს
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ლიდერთა სამეული უცვლელი რჩება, მაგრამ მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მეტოქეებთან სხვაობა რამდენიმე პროცენტით გაზარდა.
ამის შესახებ L’Express და BFMTV-ის დაკვეთით კომპანია Elabe-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვის შედეგში იკითხება.
გამოკითხვის მიხედვით, პირველ ტურში მაკრონს ხმას 26%-მა მისცემდა, ეს 3,5%-ით მეტია, ვიდრე ერთი თვის წინ იყო. მაკრონი ასევე ლიდერობს მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კანდიდატი იქნებოდა მისი კონკურენტი.
მეორე პოზიციაშია “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი, მარინ ლე პენია, რომელიც პირველ ტურში ხმების 15,5% მიიღებდა, ასევე, მემარჯვენე „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, ვალერი, რომელიც პირველ ტურში 15%-ს მიიღებდა.
რაც შეეხება ულტრამემარჯვენე კანდიდატს, ერიკ ზემურს ის 13%-ს მიიღებდა, რაც წინა გამოკითხვასთან შედარებით 0,5%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების კითხვაზე მან მოკლედ უპასუხა, რომ „დადგება დრო, როცა ამაზე ფიქრი იქნება საჭირო“.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10, ხოლო მეორე ტური 24 აპრილს ჩატარდება.