“გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს” – “თბილისი ენერჯი” აბონენტებს აფრთხილებს
ენერგოკომპანია “თბილისი ენერჯი” აბონენტებს მოუწოდებს, რომ გაზის წვისას ალის ფერს ყურადღება მიაქციონ.
“გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს (ცეო) დაგროვებას. CO კლავს!
გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ, საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.