რატი იონათამიშვილი: დღითიდღე აშკარა ხდება კრიზისი, რომელიც „ნაცმოძრაობაშია”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კრიზისი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია”, დღითიდღე აშკარა ხდება.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რაც უფრო ბევრს ილაპარაკებენ, სავალალო სურათს საზოგადოება მით უფრო მეტად დაინახავს.
„დღითიდღე აშკარა ხდება საზოგადოებისთვის ის ღრმა კრიზისი, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც ჩანს, ამ პარტიის ლიდერები ხელს უწყობენ კრიზისის გამძაფრებას. ეს არის ბუნებრივი და კანონზომიერი, რადგან ამ პარტიას ამდენი წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთი მცდელობა, თუნდაც რაიმე პოზიტიური საკითხი შემოეტანათ დღის წესრიგში. ისინი რითაც არიან დაკავებული, ესაა ურთიერთლანძღვა, ურთიერთდაპირისპირება და ერთმანეთისთვის გადაბრალება პასუხისმგებლობის. სინამდვილეში, პასუხისმგებლობის აღების უნარი არც მელიას აქვს, მით უმეტეს არც ბარამიძეს და არც სააკაშვილს. ამიტომ, რაც მეტს ილაპარაკებენ, კიდევ მეტად დაინახავს საზოგადოება ამ სავალალო სურათს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.