გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამდებობას ოთარ შამუგია დაიკავებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მანამდე, ოთარ შამუგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.