კულტურის კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის სამოქმედო გეგმა მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, გეგმა მოიცავს საკანონმდებლო, საზედამხედველო, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის, ასევე კომიტეტის ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით საქმიანობას.

„კომიტეტმა, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აპარატთან ერთად დაიწყო გასული წლის საშემოდგომო სესიის დასრულებისთანავე. მასში ასახულია კომიტეტის წევრთა მოსაზრებები როგორც ცალკეულ საკითხებთან, ისე თემატურ მოხსენებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. კომიტეტის სხდომაზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანეს.

კომიტეტის წევრთა გადაწყვეტილებით, საბჭოს მდივანი ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვალერი ასათიანი, ხოლო წევრები პოეტი გურამ ოდიშარია, მხატვარი თეიმურაზ გოცაძე, მომღერალი ბადრი მაისურაძე, პოეტი ვახტანგ ღლონტი, თეატრალური მოღვაწე ლევან როხვაძე, მსახიობი ვანო იანტბელიძე, ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი იქნებიან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კულტურის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე და გამოწვევების დაძლევაზე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები