სისტემური ავარია – რატომ დარჩა საქართველო ელექტროენერგიის გარეშე?
თბილისის და საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი გვიან ღამით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 2 საათის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდა სტრატეგიულ ობიექტებსაც. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრის, უჩა უჩანეიშვილის განცხადებით, 22:30 წუთზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი – „იმერეთი“ და 220 კილოვატიანი გადამცემი ხაზი – „კოლხიდა-2“, დაზიანდა ხაზი – „პალიასტომი 1“.
სპეციალისტები სისტემური ავარიის მიზეზებს იკვლევენ, სიტუაციის გასაცნობად საქართველოს ელექტროსისტემაში გვიან ღამით იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სარეზერვო ხაზებიდან, ავარიიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა აბონენტს დენი შეუფერხებლად მიეწოდება. დაზიანების ადგილზე „საქრუსენერგოს“ და საქართველოს ელექტროსისტემის ბრიადები მთელი ღამის განმავლოაბში მუშაოდნენ.
საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვის გამო, წუხელ, თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრები თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვაგონებში იმყოფებოდნენ. როგორც თბილისის მეტროსადგურებში აცხადებენ, გვირაბში გაჩერებული 4 მატარებლის სადგურებში გაყვანა და მგზავრების ევაკუაცია 2 სადიზელე სადგურის საშუალებით მოხერხდა.