გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი თავის პარტიას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ თვითონ გათავისუფლდეს

პატიმარი სააკაშვილი თავის ყოფილ პარტიას თუ ახლანდელ პარტიას, ეს თავად არკვიონ, იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას თავისი მოსაზრებები ჰქონდა და სააკაშვილის პოლიტიკას ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა.

“ნიკა მელია იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, არ აქვს მნიშვნელობა, არც აქამდე არ წყვეტდა ის საკითხებს და, ძირითადად, უთანხმებდნენ პატიმარ სააკაშვილს, თუ გადადგება, მით უმეტეს, არ შეეკითხებიან, ეს არის მათი გადასაწყვეტი და სადარდებელი.

ახლა საჯაროდ დააფიქსირა მან ეს პოზიცია. საზოგადოებაში უკვე ნათელი გახდა, რომ პატიმარი სააკაშვილი თავის ყოფილ პარტიას თუ ახლანდელ პარტიას, ეს თავად არკვიონ, იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გათავისუფლდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ ნაწილს სურს, რომ ის პოლიტიკურ დეგრადაციაში, რაშიც სააკაშვილი იმყოფება, არ ჩააყოლოს ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები