”ინფიცირებულთა შორის 96%, ჰოსპიტალიზებულთა შორის 94,4% და გარდაცვლილთა შორის 99% არ იყო ვაქცინირებული” – თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულთა, ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა 90%-ზე მეტი ის ადამიანები არიან, რომლებიც იმუნიზაციაზე უარს ამბობენ.
„საქართველოში ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა შორის 96%, ჰოსპიტალიზებულთა შორის 94,4% და გარდაცვლილთა შორის 99% არ იყო ვაქცინირებული.
„ომიკრონი“ არ არის უწყინარი ვარიანტი კოვიდის. ასეთი რიცხვების შემდეგ თუ კიდევ ვინმე ვაქცინაციას არ მიიჩნევს აუცილებლად, ეს უბრალოდ გაუგებარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.