ირაკლი ზარქუა: სამეგრელო და მეგრელი ხალხი ყოველთვის იყო ერთიანი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე, თუ ეს ნიკა მელიამ მართლა თქვა, შეეშალა, გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს

“სამეგრელო და მეგრელი ხალხი ყოველთვის იყო ერთიანი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე, აფხაზეთის ომშიც, ოსეთის ომშიც და ყველგან. არ მომისმენია, თუ ეს ნიკა მელიამ მართლა თქვა, შეცდომაა, გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა ნიკა მელიას იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც თითქოს მეგრელებმა ტანკს მხოლოდ თვალი გააყოლეს.

„მეგრელებთან დაკავშირებით რაც თქვა ბატონმა მელიამ, მინდა ვთქვა, რომ სამეგრელო და მეგრელი ხალხი ყოველთვის იყო ერთიანი საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე, აფხაზეთის ომშიც, ოსეთის ომშიც და ყველგან. არ მომისმენია, თუ ეს ნიკა მელიამ მართლა თქვა, შეცდომაა, გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს, მგონია, რომ შეეშალა, თუ ეს მართლა თქვა, მოიხადოს ბოდიში. სამეგრელო, ისევე, როგორც ყველა კუთხე ერთიანი საქართველოს შემადგენელია, რომელიც იბრძოდა საუკუნეების განმავლობაში ერთიანი საქართველოსთვის“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები