„სტრატეგია აღმაშენებელი“ გიგი უგულავას პოზიციას არ იზიარებს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გიგი უგულავას პოზიციას არ იზიარებს.

“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, პაატა მანჯგალაძე თვლის, რომ აღნიშნული ინიციატივა ტაქტიკურად არასწორი იქნება.

”არასწორი ტაქტიკაა, არასწორი სტრატეგიაა. ჩვენ თუ ავზილავთ ჩვენს განსხვავებულობას ყველა ერთ პარტიაში, ეს იქნება ის, რასაც საუბრობს „ქართული ოცნება“, რაც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ყველას და ყველაფერს დაარქვას „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, უნდა ვიყოთ კოორდინაციაში ერთმანეთთან, მაგრამ ის, რომ ჩვენი განსხვავებულობები წავშალოთ და ავრიოთ ერთ პარტიაში, ეს არის გამორიცხული, ტაქტიკურად არასწორია, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები