სოზარ სუბარი: ძალიან მალე „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ალბათ, წარსულში ვისაუბრებთ

“ძალიან დიდი ხანია, ვუყურებთ ისედაც, რომ ნიკა მელია სხვა ხაზით მიდის, სააკაშვილი და მისი მომხრეების ნაწილი სხვა ხაზით მიდიან, ეს ძალიან ხშირად მათ სტატუსებში, მათ განცხადებებშიც ჩანს”, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობაში” განხეთქილებაა და პარტიაზე მალე “წარსულ დროში მოგვიწევს საუბარი”.

„მგონი, ძალიან დიდი ხანია, ვუყურებთ იმას, რომ ნიკა მელია სრულიად სხვა ხაზით მიდის, სააკაშვილი და მისი მომხრეები რაღაც ნაწილი სხვა ხაზით მიდის და ეს ძალიან ხშირად მათ სტატუსებში, განცხადებებში ჩანს. ზოგჯერ კი ცდილობენ, რომ ერთმანეთს გადაეფარონ, მაგრამ უფრო ხშირად ეს ძალიან კარგად ჟონავს, ხან მაია ორჯონიკიძე დაწერს რაღაცას. ეს განხეთქილება ისედაც ჩანს და, ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მალე, ალბათ, წარსულში ვისაუბრებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები