გოგი მეშველიანი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი აირჩიეს.

„დღეს ამირჩიეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ერთად, ღირსეულად ვუპასუხებთ არსებულ გამოწვევებს”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები