ამირან გამყრელიძე: ექიმების 82% ვაქცინირებულია – პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმების 82% ვაქცინირებულია.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა.

„31 დეკემბრის მონაცემებით, მთლიან ინფიცირებაში 3.8% იყო სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, იანვარში ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა, რამეთუ იანვარში „ომიკრონის“ სერიოზული გავრცელება იყო. იანვარში 390 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს და აქედან საშუალოდ, სულ მცირე ნახევარი იქნება „ომიკრონის“ შემთხვევა. შესაბამისად, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. სამედიცინო პერსონალიდან ექიმების 82% აცრილია, 65%-ის ფარგლებშია ვაქცინირებული ექთნები, 55%-ის ფარგლებში კი უმცროსი სამედიცინო პერსონალი, სანიტრები. პანდემიის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით 143 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები