კალაძე – უგულავას ინიციატივაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი  კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს. კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა ოპოზიციური პარტია დაიმონოს. მისივე აზრით, ოპოზიციამ კარგად გაიზიარა ის მწარე გამოცდილება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში მოხვდა.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ ჭკუა ისწავლა, როგორ უნდა იმოქმედოს, რა უნდა გააკეთოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგალითად, ელისაშვილის პარტიის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები