გიგი უგულავა: ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ

გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს. ამის შესახებ უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზისა.

”არსებობენ პარტიები, როგორიც არის მაგალითად იგივე „ლელო“, გახარიას პარტია და სხვა პარტიები. ახლა არის დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ და იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „ლელო“, გახარია, იგივე მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ალასანია, აქეთ დათო ბაქრაძე და ვიღაცები – წარმოიდგინეთ ასეთი ტიპის ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, აქვს ფინანსური რესურსები.

„ნაციონალური მოძრობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, ოღონდ იბრძოლებს თავისი დღის წესრიგისთვის, ოღონდ თავისი იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ ექნება. ეს არის გასაკეთებელი და მე რასაც ვუყურებ, ნიკა მელია ამას ახორციელებს. კიდევ უფრო მეტად არის ეს გასაკეთებელი. პოლიტიკური მდგენელი უნდა გაჩნდეს. აქეთ არის დისკუსია წამოსაწყები ამ გამსხვილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები