ლუკაშენკო: აქციების დროს ბელორუსის ოპოზიცია რუსეთიდან ფინანსდებოდა

 

ბელორუსის  ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის  დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც არის იმ ბიზნესმენების ჩამოთვლილი, რომლებიც ბელორუსში აქციების დროს ოპოზიციას აფინანსებდნენ.

ლუკაშენკოს თქმით, ეს ბიზნესმენები „ხშირად რუსეთის პრეზიდენტთან წვეულებებზე იმყოფებიან”.

ამის შესახებ მან “სოლოვიოვ Live”-ის ეთერში თქვა.

„მეტიც, ისინი რუსეთის პრეზიდენტის მიღებებზე მიდიან, აშკარად ჩემს ახლობელ ადამიანთან, გარკვეული არხებით ფინანსდებიან ცალკეული რუსი ბიზნესმენების მიერ. ინფორმაცია მოვამზადე, აქ არის დოკუმენტი, რომელიც მომივიდა, კონვერტში ჩავდე ჩემი რეზოლუციით“, – თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

შესაბამისი საკითხის კომენტირებისას, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ჯერ არ ვიცით, რაზეა საუბარი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები