ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იმართება.

საქმის პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე განსახილველი ეპიზოდი “რადიო თავისუფლების” ორ ჟურნალისტსა და “რუსთავი 2”- ის ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხება. პროცესის მიმდინარეობისას სამივე მათგანი დაიკითხება.
ლევან ვეფხვაძის თქმით, პროცესზე 7 ბრალდებული იქნება წარმოდგენილი.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გრძელდება დაზარალებულების დაკითხვა. დღეს დაიკითხება ,,რადიო თავისუფლების” ორი ჟურნალისტი, რომელთა მიმართაც განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, ასევე დაიკითხება ,,რუსთავი 2”-ის ოპერატორი, რომლის მიმართაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ბრალდებულების ქმედებები მიმართული იყო ჟურნალისტების საქმიანობის წინააღმდეგ, მათზე პროფესიული ნიშნით ძალადობის განხორციელებისკენ“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები