გურამ მაჭარაშვილი: მივიღებთ ორ დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომელიც მაღალი ეფექტურობით განახორციელებს დაკისრებულ ფუნქციებს

“მივიღებთ ორ ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რომელიც გაცილებით მაღალი ეფექტურობით და ხარისხიანად განახორციელებს იმ ფუნქციებს, რომელიც მას აქვს დაკისრებული”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იმსჯელებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურებს კი  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების განხილვა დაიწყება უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში, პროცედურის შესაბამისად. ამ განხილვის შემდგომ, მოხდება მათი არჩევა იმ პოზიციებზე საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელზეც წარდგენილები არიან”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა პარლამენტს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები