ლადო მგალობლიშვილი – 2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწა თურქულ კომპანიას 18 ლარად მიყიდა

2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწა (18 ლარად) პირდაპირი წესით თურქულ კომპანიას მიყიდა – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის დოკუმენტაციასაც აქვეყნებს.

მისი თქმით, მაშინდელ საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს კითხვაც კი არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, დღეს კი კირთაძე ქალაქის დამცველის მანტიით არის შემოსილი.

“კიდევ ერთი მწარე სიმართლე. გმირების საფლავების გამყიდველებზე ‼️ ბოლო პერიოდში ნაცმოძრაობის და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან არის უსუსური მცდელობა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნან არარსებული ,,სკანდალი”.  საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე‼️

2010 წელს ლევან ვარშალომიძემ 10 ჰექტარზე მეტი მიწა ჩალის ფასად (18 ლარად) პირდაპირი წესით მიყიდა თურქულ კომპანიას. ტრაგიკომიკურია, რომ ამ დროს ბატონი კირთაძე იყო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და კითხვაც კი არ გასჩენია სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, დღეს კი ქალაქის დამცველის მანტიით შემოსილი, აპროტესტებს თავისივე გუნდის გადაწყვეტილებას”, – წერს იგი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები