წყაროს გადმოცემით, მას შემდეგ რაც მელიას ვიდეო გავრცელდა, სააკაშვილმა და ტელეფონი დალეწა და ემუქრებოდა მელიას მოკვლით და განადგურებით, – ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ახალი ამბები გამოდის რუსთავის ციხიდან.
წყაროს გადმოცემით, მას შემდეგ რაც მელიას ვიდეო გავრცელდა, სააკაშვილი მთლიანად გამოვიდა წყობილებიდან, ანგრევდა ციხის საკანს, გამწარებულმა დედა აგინა ადვოკატ მშვენიერაძეს და საცემად იწევდა, გამყოფ შუშას ურტყამდა მუშტებს და აგინებდა მელიას.
ამის შემდეგ მის დასამშვიდებლად გიული ალასანია გამოიძახეს, მაგრამ ისეთი გაგიჟებული იყო რომ ვერ მოთოკა ნერვები სააკაშვილმა და ტელეფონი დალეწა და ემუქრებოდა მელიას მოკვლით და განადგურებით”, – წერს ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, გავრცელდა მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.