გურამ მაჭარაშვილი: ყველა მიხვდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა

ყველა მიხვდა, უმრავლესობა მათ შორის „ნაცმოძრაობაში“, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს მხოლოდ მის გასათავისუფლებლად.

„ყველა მიხვდა, უმრავლესობა მათ შორის „ნაცმოძრაობაში“, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულდა. ახლა მას სურს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს მხოლოდ მის გასათავისუფლებლად. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, აქ მოხდება გაყოფა. მათი საქმეა ეს როგორ მოხდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები