პრემიერმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები შეარჩია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე კანდიდატები პროცედურების სრული დაცვით შეარჩია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ღარიბაშვილმა ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა პარლამენტს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურები კი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

წარდგენილი კანდიდატების განხილვა ჯერ კომიტეტებში გაიმართება, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები