ნუგზარ წიკლაური: ეს არის სპეცსამსახურებისა და “იმედის” ერთობლივი პროექტი
“ამ სახით სკანდალების აგორება არის სრულიად უვარგისი, სამარცხვინო და მიუღებელი – ოდიოზური ამბავი, რაც შეიძლება მოხდეს”,- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.
“ეს ჩანაწერი ვინც მიაწოდა ყველასათვის გასაგებია. ეს არის სპეცსამსახურებისა და “იმედის” ერთობლივი პროექტი. ეს ყველასთვის ცხადია. სხვადასხვა აზრი იყო, რომ როცა ჩამოვიდოდა რამდენად იქნებოდა დაცული მისი უსაფრთხოება. სრულიად ბუნებრივი საუბარია და დისკუსია”,- განაცხადა წიკლაურმა.