გურამ მაჭარაშვილი: საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობისთვის“ პრობლემა გახდა
“ამ ჩანაწერებში ახალი არაფერი თქმულა, თუმცა საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება და აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრობლემა გახდა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.
მაჭარაშვილის თქმითვე, “ნაციონალური მოძრაობა” აღიარებით ჩვენებებზე გადავიდა.
„ამ ჩანაწერებში ახალი არაფერი თქმულა, თუმცა საჯაროდ მოხდა იმის დადასტურება და აღიარება, რომ ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი გახდა პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამას ამბობს მოქმედი თავმჯდომარე და იმასაც ადასტურებს, რაც ასევე, საზოგადოებამ იცოდა, რომ თვითონ არ იყო მომხრე სააკაშვილის ჩამოსვლის საქართველოში.
საერთოდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა აღიარებით ჩვენებებზე. ის, რომ მაგალითად, უკვე მეორედ შემოვიდა პარლამენტში – აღიარა ლეგიტიმურობა ამ პარლამენტის, ის რომ რადიკალური მიშისტები არსებობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვარამიამ აღიარა საჯაროდ თავის გამოსვლაში და ახლა უკვე მაგათმა თავმჯდომარემ აღიარა, რომ ზოგადად პარტიისთვის გახდა პრობლემა პატიმარი სააკაშვილი და ყველა ის პროცესი, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.