ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა (ვიდეო)

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“პროკურატურამ იცის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს პროფესიონალურად და მე ვიტყოდი იგივეს, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორნი. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=wVpF6dj90E8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები