ანი მიროტაძე: არ მინდა მყავდეს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დანაშაულთან ასოცირდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილმა ყველა კითხვას უპასუხოს და გამოძებასთან იტანამშრომლოს.
„რა თქმა უნდა არც ერთ ქვეყანაში არ არის სასიამოვნო, როდესაც მისი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს იბარებენ დაკითხვაზე და მათ შორის არც ჩემთვის არის სასიამოვნო. თუ მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს კანონთან არანაირი შეუსაბამობა არ ჰქონია, ვფიქრობ, ეს მისთვისაც უკეთესია, რადგან კითხვებს, რომლებიც არსებობს, პასუხი გაეცემა. რა თქმა უნდა არ მინდა მყავდეს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დანაშაულთან ასოცირდება“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.