ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამაზე მსურველთა განაცხადები 10 თებერვლის ჩათვლით მიიღება
2022 წლის 10 იანვრიდან, განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge დაიწყო ელექტრონული განაცხადების მიღება ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები 10 თებერვლამდე ასევე უნდა დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე: ,,Etudes en France” და სასურველ სასწავლებლებში მონაცემები გაგზავნონ https://pastel.diplomatie.gouv.fr/…/authenti…/login.html-ის მეშვეობით.
“სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022” არის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობასა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს, საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე, სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტები ამჟამადაც სწავლობენ: მარსელის, ნანტის, პარიზის საკლეს, მონპელიეს, ბორდოს, სტრასბურგისა და საფრანგეთის სხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
• განათლება
• სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
• ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
• ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
• ჰუმანიტარული მეცნიერებები
• სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
• სამართალი
• მენეჯმენტი
• საჯარო მმართველობა.
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეთა ელექტრონული განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით).
R