დავით ნარმანია: კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი

   როცა საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ კითხვები, ვინც არ უნდა იყოს, ვალდებულია, გამოცხადდეს და ამ კითხვებზე პასუხი გასცეს, – ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
“ცალკეულ პროცედურულ და საპროცესო საკითხებზე მე არ შემიძლია ზუსტი პასუხები გაგცეთ, თუმცა მე ერთი რამ ვიცი, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, ამიტომ, როცა საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ კითხვები, ვინც არ უნდა იყოს, ვალდებულია, რომ გამოცხადდეს და გასცეს ამ კითხვებზე პასუხი”, – აღნიშნა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები