“იმერეთი აგრო“ ადგილობრივი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტებს განაგრძობს

თუ გსურთ განავითაროთ საკუთარი მეურნეობა, გაქვთ აგრობიზნესის იდეა და სურვილი აწარმოოთ ქართული პროდუქტი, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაერთოთ “იმერეთი აგროს” პროექტში, რომელიც, თქვენს ბიზნესს რეალობად აქცევს და ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ.
ფინანსდება შემდეგი კულტურების გაშენება: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ტყემალი, ქლიავი, ხურმა, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ლეღვი, კაკალი, თხილი.
“იმერეთი აგრო” გაძლევთ შესაძლებლობას ჩამოთვლილი კულტურები დაგიფინანსოთ, გააშენოთ ბაღები და სამომავლოდ გახდეთ წარმატებული ფერმერი, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში.
რაც შეეხება პირობებს, პროექტის ფარგლებში გაიცემა საჭირო თანხა საჭირო დროს, მისი დაბრუნება კი მხოლოდ მას შემდეგ მოგიწევთ, როდესაც დაფინანსებული ბიზნესი უკვე მომგებიანი გახდება. „იმერეთი აგრო” გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას ჭიათურაში მცხოვრებლებს, ახალგაზრდებს, მათ ვისაც უკვე გაქვთ მეურნეობები, ან სურვილი დაბრუნდეთ სოფლად და დაიწყოთ თქვენი ბიზნესი ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით
საწყის ეტაპზე, “იმერეთი აგრო”-ს თანადაფინანსების პროექტი “დანერგე მომავალი”-ს ფარგლებში 2022 წლის საგაზაფხულო პერიოდში ჩართულ ბენეფიციარებზე გავრცელდება – აგრომეურნეობის პირველადი შექმნის ძირითადი კომპონენტებისათვის გათვალისწინებული ხარჯის 100%-მდე დაფინანსების / შევსების მოდულით. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://imeretiagro.ge/registration/
დაფინანსება მოხმარდება როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენას, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, მინერალებს – ნიადაგის გამდიდრებისთვის და შხამქიმიკატებს – შემდგომი მოვლისთვის.
„ჩავანაცვლოთ ძველი ახალი აგროკულტურებით, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი გამოცდილი აგრონომები დაგეხმარებიან საკუთარი მეურნეობის განვითარებაში, იმისათვის, რომ მოკლე დროში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოთ. ამ ყველაფრის მიზანია გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობა და შესაბამისად იმერეთის რეგიონში მცხოვრები ოჯახების სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა.

„ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ბენეფიციარების დასახმარებლად „ანასეულის“ ლაბორატორიის მომსახურებას, რათა ყველა შესაძლებლობა მივცეთ მათ რომ ისარგებლონ იმერეთი აგროს შემოთავაზებით,“ -განაცხადა კომპანია “იმერეთი აგროს” მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა.

ამ ეტაპზე “იმერეთი აგრო” აფინანსებს პროექტ “დანერგე მომავლის” ბენეფიციარებს, სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნულ პროექტის გაფართოება.
სოფლის მეურნეობის განვითარების საპილოტე პროექტის ფინანსური მხარდამჭერია კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც მუდმივად მოქმედებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

(R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები