სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღონისძიებაში „ნობათობა“ მიიღებენ მონაწილეობას
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღონისძიებაში „ნობათობა“ მიიღებენ მონაწილეობას.
5 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, „ბაზარი ორბელიანზე “ გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია – თაფლი, ღვინო, ყველი, მშრალი ხილი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში,„ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობსსივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს. ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობითაა დატვირთული, რაც სხვადასხვა ფორმატით – დეგუსტაციები, შეფების მასტერკლასები, ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობები – პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას გულისხმობს.
„ბაზარი ორბელიანზე“ არის ისტორიული ბაზრის განახლებული კონცეფცია, რომელიც ქართული წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.