“ოლიმპიადის დროს უკრაინაზე თავდასხმის რისკი არსებობს, როგორც ეს 2008 წელ საქართველოში მოხდა” – პოლონეთის საგარეო უწყება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადის დროს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი რჩება.

დიპლომატმა ამ ჭრილში 2008 წელი და საქართველოზე  თავდასხმა გაიხსენა.

ამის შესახებ PAP წერს.

“ასეთი რისკი უდავოდ არსებობს, რუსეთს ეს არასდროს ადარდებდა. ფაქტობრივად, 2008 წელს, პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს”, – განაცხადა იაბლონსკიმ უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობაზე, ოლიმპიური თამაშების დროს.

კითხვაზე, არის თუ არა სიგნალები მსგავსი სიტუაციის განმეორების,  პოლიტიკოსმა თქვა, რომ არის მკაფიო სიგნალები, რაზეც მედია საუბრობს, მაგალითად, ჯარების დაგროვება უკრაინის ან ბელორუსის საზღვარზე.

“მე არ შემიძლია ვისაუბრო მთელ ჩვენს ინფორმაციაზე ამ საკითხზე. მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი: ევროპაში ამ მასშტაბის კონფლიქტის საფრთხე, ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა და ამ სიტუაციაში უსაფრთხოება აბსოლუტურად მაღალი პრიორიტეტია,” – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები