ლევან იოსელიანი: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს შეისწავლის

პარლამენტის ვიცესპიკერის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უკვე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს შეისწავლის. შესაბამისი განცხადება მან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატების შეხვედრის საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა სასამართლოში არსებულ პრობლემებს ეხება.

„თვის ბოლოს ჩვენს შეფასებებს დავდებთ და მსჯელობას დავიწყებთ, რა არის გამოსავალი. საბოლოოდ, რაზე მივალთ და რაზე არა, ამაზე საუბარი დღეს არ ყოფილა. ყველა სხვადასხვანაირად უყურებს ჩატარებულ რეფორმას – ვიღაც წარმატებულად თვლის, ვიღაც – კრახად და ამ სახის შეფასებებს ყველა პარტია ერთად მოამზადებს, შემდეგ ამ შეფასებებს განვიხილავთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში პოლიტიკურ მხარეებს შორის სასამართლო რეფორმაზე შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები