ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა იმ ძალისხმევაშია ჩართული, რაც პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს

ოპოზიცია ერთსა და იმავე ნარატივს იგონებს, სად არის საქართველო. საქართველო ყველა იმ ძალისხმევაშია ჩართული, რაც პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“ამის კონკრეტული გამოვლენა იყო ისიც, რომ პოლონეთის პრეზიდენტი არა შემთხვევით, არამედ სპეციალურად, საქართველოში გაჩერდა და გარკვეული კონსულტაციები და მოლაპარაკებები გამართა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ოპოზიცია ცდილობს, ყველაფრიდან რაიმე უარყოფითი გამოაჩინოს და ქვეყანა რაღაცნაირად ტურბულენტობაში მოაქციოს, ფაქტები და რეალობა მუდმივად საწინააღმდეგოს ამტკიცებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები