“ბუსტერით” აცრილ პირებში, 2 დოზით აცრილებთან შედარებით, სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდა” – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის CDC-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების შესახებ წერს.

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები:

გრაფიკებიდან ნათლად ჩანს, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის სიტყვიერადაც შეიძლება, აღიწეროს, რომ პირველი გრაფიკი – სიკვდილიანობის შემცირება ვაქცინაციით და “ბუსტერით” ასაკის მიხედვით, 1 000 ადამიანზე:

ასაკი 65+

– 2 აცრა, სიკვდილიანობის შემცირება 92%-ით შემცირდა;

– 3 აცრა 99%-ით შემცირდა;

 

ასაკი 50-64:

– 2 აცრა – 95%-ით შემცირდა;

– 3 აცრა 99%-ით შემცირდა;

 

გრაფიკი მეორე: ასაკის მიხედვით: შემთხვევები და ვაქცინაციის/ბუსტერის სტატუსი – იმის გამო, რომ შემთხვევები მკვეთრად იზრდებოდა დეკემბერში, ბუსტერი დოზით აცრა, 2 დოზით აცრილებთან შედარებით, ასოცირებული იყო გარდაცვალების შემთხვევების 50%-ით ან მეტით შემცირებასთან სამივე ასაკობრივ ჯგუფში”, – წერს ზაზა წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები