„ნაცმოძრაობის“, „ლელოს” და „დროას“ ლიდერები რადაში უკრაინელ კოლეგებს შეხვდნენ

საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკრაინის რადაში შეხვედრებს მართავენ.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „დროას“ წარმომადგენლები ერთად სტუმრობდნენ. მათ უკრაინელ კოლეგებთან გამართეს აუდიენცია.

ქართველმა ოპოზიციონერებმა უკრაინელ პოლიტიკოსებს ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაციის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „დროას“ წარმომადგენლები უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები