აშშ-ის არმიიდან არავაქცინირებულ ჯარისკაცებს გაათავისუფლებენ

აშშ-ის არმიაში განაცხადეს, რომ დაიწყებენ იმ ჯარისკაცების გათავისუფლებას, რომლებიც უარს იტყვიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.

არმიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ, ამიერიდან, მეთაურებმა უნდა “დაიწყონ სავალდებულო ადმინისტრაციული გათავისუფლების პროცესი ნებისმიერი ჯარისკაცის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ბრძანების შესრულებაზე”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძანება ეხება მოქმედ სამხედროებს, სამსახურში მყოფ რეზერვისტებს, ასევე, იუნკერებს.

დირექტივა გამოსცა არმიის მდივანმა, ქრისტინ ვორმუთმა, რომელმაც განაცხადა: „არმიის მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც მზად არიან წვრთნისთვის, განლაგებისთვის, ბრძოლისა და გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის ომებში. არავაქცინირებული ჯარისკაცები რისკის ქვეშ აყენებენ ძალებს და საფრთხეს უქმნიან საბრძოლო მზადყოფნას“.

არმიაში განაცხადეს, რომ, 26 იანვრის მდგომარეობით, მოქმედი პერსონალის 96% და რეზერვისტების 79% სრულად აცრილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები