პენტაგონი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამანადგურებლებს და სამხედრო გემს გზავნის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოწინავე გამანადგურებლებს გზავნიან, რათა დაეხმარონ ქვეყანას ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუთი მეამბოხეებისგან თავდაცვაში.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანს სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ თვითმფრინავებს აგზავნის აშშ-ის მიერ ამ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

ოსტინი ასევე დათანხმდა, გაეგზავნა სარაკეტო გემი “კოული”.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  აღნიშნული განლაგება უნდა იყოს „მკაფიო სიგნალი, რომ აშშ დგას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორის გვერდით“.

ემენელმა ჰუთი მეამბოხეებმა, ახლახან განახორციელეს სამი სარაკეტო თავდასხმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, მათ შორის, ჰქონდათ აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები