გიგა ბოკერია: სააკაშვილის დაჭერის ოცნება პუტინის ოცნებას ემთხვევა

   საქართველოს ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ. გიგა ბოკერიას განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმათული კამპანია, რომ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძღაობის“ დიკრედიტაცია მოხდეს.
„ერთადერთი რამ, რაც აღელვებს და სადაც მუშაობს ივანიშვილის დავალებით ეს უნიათო მთავრობა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის დევნის ჟინი, მისი დაჭერის ჟინი და ზოგადად ოპონენტების დევნა. ნათელია, რომ ეს ნაბიჯიც მხოლოდ ამ ამოცანას ეხმიანება. რა თქმა უნდა, ეს ოცნება ემთხვევა ჩვენი ქვეყნის მტრის პუტინის ოცნებას და ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია ასეთ ფაზაშია და მიხეილ სააკაშვილი ამ ფრონტზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო აზრის მობილიზაციაში პუტინის წინააღმდეგ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები