საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლე არის ის, რომ თავდამსხმელი არის გავაშელიშვილი და ის დაისჯება, როგორც თავდამსხმელი.
”მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. არა. შეიძლება, პატიმრობა არ იყოს, მაგრამ ჯარიმას ან რაღაცას მოიგონებს. ეს ჯარიმა ახალი მეთოდია. ამ პროცესის უკან არის ვინ დაავალა ბადრი საბა გავაშელიშვილს და მის მეგობარს მოსულიყვნენ იქ. მე მგონი, არავინ არაა ამ ქვეყანაში იდიოტი ისეთი, რომ სჯეროდეს, რომ ისინი თვითონ მოვიდნენ. იმიტომ, რომ ზუსტად ორი კვირით ადრე მიტინგს შეუვარდა ბადრი გავაშელიშვილი და მიტინგზე ხალხს არბევდა და ამის კადრები არქივებში მოიპოვება. ეს კაცი რომ ზონდერია, იცის ყველამ, ეს კაცი რომ ჩემზე თავდასხმის მერე გასივდა და გამდიდრდა ფულით და სარგებლით, ესეც ყველამ კარგად იცის, – აცხადებს უგულავა.