მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ადვოკატების შუამდგომლობა, რომ, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც მასთან ექიმების არშეშვებას ეხებოდა, მოსამართლეს გამოეტანა განჩინება და სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ამ ფაქტის მოკვლევა დაევალებინა, მოსამართლე ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობა უფლებადამცველებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენეს. მანამდე კი მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმების დახმარება ესაჭიროება.