მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ემზადება ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის
“ასევე, პუტინი ემზადება ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის, ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი ხელისუფლება წინ არ აღუდგება”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„სიტუაცია არის ძალიან რთული, მე მგონია, რომ ომის საშუალება უკრაინაში პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ემზადება დონეცკისა და ლუგანსკის საღიარებლად, მაგრამ ის, ასევე, ემზადება ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის, ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ამას ჩვენი ხელისუფლება წინ არ აღუდგება. ხალხმა თუ არ ამოიღო ხმა, არ იქნება გამოსავალი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.