თეა წულუკიანი: დღეიდან მთელი საქართველო გულშემატკივრობს იმ ცხრა სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს ზამთრის ოლიმპიადაზე

ქართული სპორტის დიდი გამარჯვებაა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული სპორტის ქომაგებს ვულოცავ ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების დაწყებას!

დღეიდან მთელი საქართველო გულშემატკივრობს იმ ცხრა სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს ზამთრის ოლიმპიადაზე.

ქართული სპორტის დიდი გამარჯვებაა, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში ცხრა სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

მინდა, წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს და იმედი გამოვთქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგებს ბევრად გააუმჯობესებენ”, – წერს თეა წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები