არსებობს იმედი, რომ ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების კონტროლზე აყვანას შეძლებენ და ამ გზით “სიმშვიდის ხანგრძლივ პერიოდს მიაღწევენ”,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, ამის მიღწევას ქვეყნების მთავრობები შეძლებენ სამი პირობის შედეგად: ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლები, გაზაფხულის დაწყება, რომელიც უფრო ხელსაყრელი სეზონია და “ომიკრონის” შტამის ნაკლებად საშიში ბუნება.
ამის შედეგად, ევროპაში დადგება „მაღალი დაცულობის“ პერიოდი, რაც უზრუნველყოფს ვირუსის აფეთქებებს, მისი უფრო საშიში შტამის გამოჩენის შემთხვევაშიც კი.
„ეს პერიოდი უნდა განიხილებოდეს, როგორც „ცეცხლის შეწყვეტა“, რომელსაც შეუძლია, მოგვიტანოს ხანგრძლივი მშვიდობა“, – თქვა ჯანმო-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა.
ამავდროულად, კლუგემ აღნიშნა, რომ სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელია ვაქცინაციისა და რევაქცინაციის გაგრძელება, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტების დაცვაზე ფოკუსირება და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერება კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოსავლენად და მათი პოტენციური საფრთხის შესაფასებლად.