ირაკლი ღარიბაშვილი: წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ცხრა სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში იასპარეზებენ.
„დღეიდან, ქართველ სპორტსმენებს მთელი საქართველო გულშემატკივრობს.
2022 წლის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები დაიწყო. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ცხრა სპორტსმენს, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს სპორტის სამ სახეობაში”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.